ზუგდიდის მუზეუმის “ნიკოსეულ სასახლეში” რესტავრირებულ კოლექციას გამოფენენ

ზუგდიდის დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის “ნიკოსეულ სასახლეში” 14 იანვარს, 16:00 საათზე გამოფენა – “ახალი სიცოცხლე მუზეუმის კოლექციას” გაიხსნება.

მუზეუმის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ ნივთები დადიანების კოლექციიდან, რომლებსაც რესტავრაცია 2018-2021 წლებში ჩაუტარდა. ამასთან, გამოიფინება სახვითი, გამოყენებითი ხელოვნებისა და ყოფა-ეთნოგრაფიის ნიმუშები.

გამოფენა 2022 წლის 11 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება, მისი დათვალიერება უფასოა

მოსამზადებელი სამუშაოების გამო, ნიკო დადიანის სასახლე 14 იანვრამდე დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები