ერდოღანმა თურქეთის სტრატეგიული მიზანი დაასახელა

თურქეთი ევროკავშირთან აქტიურ დიალოგს აპირებს, თუმცა, აწყდება მოლაპარაკებების გაჭიანურებას ანკარასთან თანამშრომლობის საკითხზე, მათ შორის, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების ჭრილში, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრაზე ანკარაში.

მისი თქმით, თურქეთი, ისევე – როგორც ადრე, მიზნად ისახავს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას.

თურქეთის ლიდერის თქმით, მისი ქვეყანა ევროპაში “საკვანძოა” მრავალი პრობლემის გადასაჭრელად.

„მიგრაციული კრიზისი ვერ მოგვარდება თურქეთისა და ევროკავშირის საზღვრებთან არსებული პრობლემების გადაწყვეტის გარეშე. ყველა, ვინც ობიექტურად აანალიზებს სიტუაციას ევროპის კონტინენტზე, აცნობიერებს და აღიარებს, რომ თურქეთი არის გასაღები იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლის წინაშეც დღეს ევროკავშირის ქვეყნები დგანან. თურქეთის წყალობით, შემცირდა მიგრაციული კრიზისის მასშტაბები, ასევე, შემცირდა ტერორისტული საფრთხისა და დესტაბილიზაციის დონე“, – აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები