ვანდალიზმის პრევენციისთვის, რუსთავის რეკრეაციულ სივრცეებსა და ქუჩებში დამატებითი ვიდეოკამერები დამონტაჟდება

ვანდალიზმის პრევენციის მიზნით, რუსთავის მერია რეკრეაციულ სივრცეებსა და ქუჩებში, დამატებით ვიდეოკამერებს დაამონტაჟებს. როგორც ქალაქის მერიაში განმარტავენ, ბოლო პერიოდში, სკვერებსა და პარკებში, ინფრასტრუქტურის ვანდალურად დაზიანების ფაქტები საკმაოდ გახშირდა.

რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურმა, ბოლო თვეებში მუნიციპალური ქონების დაზიანების ათობით მსგავსი ფაქტი დააფიქსირა.

„რუსთავში გახშირებული ვანდალიზმის ფაქტები საკმაოდ აზარალებს ქალაქს. ახალი სკვერები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, ჩვენთვის, ყველასთვის კეთდება და გულდასაწყვეტია ადამიანები, რომ არ უფრთხილდებიან ჩვენს ქალაქს“, – აცხადებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე.

ინფრასტრუქტურის ვანდალურად დაზიანებასთან ერთად, რუსთავში საკანალიზაციო და სანიაღვრე ჭების თავსახურების ქურდობის ფაქტებმაც მოიმატა.

„რუსთავსერვის ცენტრმა“, ბოლო თვეებში, სანიაღვრე ჭების თავსახურების ქურდობის ათობით ფაქტი დააფიქსირა.

რუსთავის მერია, მოუწოდებს მოსახლეობას, გაუფრთხილდნენ ქალაქში არსებულ ინფრასტრუქტურას და შეგნებულად ნუ დააზიანებენ მას, რადგან დაზიანებული ინფასტრუქტურის აღდგენისთვის ბიუჯეტიდან დამატებითი თანხები მობილიზდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები