გერმანიის კანცლერი ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაციას მხარს უჭერს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზრდასრული მოქალაქეებისთვის სავალდებულო უნდა გახდეს.

ამის შესახებ კანცლერმა ბუნდესტაგში თქვა, – წერს Reuters-ი.

ოლაფ შოლცი ელოდება, რომ კანონმდებლები შესაბამის კანონპროექტს მარტში მიიღებენ.

ამასთან, ულტრამემარჯვენე “ალტერნატივა გერმანიისთვის” პარტიის დეპუტატებმა შოლცი მისი მთავრობის გეგმების გამო გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ ის ყოფს გერმანიის საზოგადოებას; გარდა ამისა, სხდომათა დარბაზში პლაკატები გამოფინეს წარწერით – “თავისუფლება დაყოფის ნაცვლად”.

ოლაფ შოლცმა სავალდებულო იმუნიზაციის შესახებ განცხადება ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მორიგი ტალღის ფონზე გააკეთა.

მაგალითად, დღეს ქვეყანაში ინფიცირების ანტირეკორდი დაფიქსირდა – 81 417 დადასტურებული შემთხვევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები