ნიკა მელია: ისტორიული უსამართლობა, რომელიც გულისხმობს მიხეილ სააკაშვილის ტყვეობას, დასასრულებელია

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ნიკა მელია თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა, სადაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მისი თქმით, ისტორიული უსამართლობა, რომელიც გულისხმობს მიხეილ სააკაშვილის ტყვეობასა და პატიმრობას, უნდა დასრულდეს.

“არ ვიცი, რისი თქმა უნდა მიხეილ სააკაშვილს, ამას მოვისმენთ. ეს ისტორიული უსამართლობა არის დასასრულებელი – ისტორიული უსამართლობა, რომელიც გულისხმობს მიხეილ სააკაშვილის ტყვეობასა და პატიმრობას. რეჟიმის წარმომადგენლების გასასამართლებელი არ არის მიხეილ სააკაშვილი”, – აღნიშნა მელიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები