საწვავის, სურსათის გაძვირება, ეროვნული ვალუტის გაუფასურება – ლიბანში დემონსტრანტებმა ძირითადი მაგისტრალები გადაკეტეს
ლიბანში დემონსტრანტებმა ყველა საკვანძო სატრანსპორტო მაგისტრალი გადაკეტეს, მათ შორის, ბეირუთშიც.
სახმელეთო ტრანსპორტის პროფკავშირების მოწოდებით, მიკროავტობუსებისა და ტაქსის მძღოლებმა გზები გადაკეტეს საწვავის, სურსათის ფასების მუდმივი ზრდისა და დოლართან მიმართებით, ეროვნული ვალუტის ვარდნის ფონზე.
ლიბანის დედაქალაქში ცენტრალური მოედანი, ჰამრას ქუჩა, ვერდანის რაიონი და ქუვეითის საელჩოს ტერიტორიაზე აეროპორტისკენ მიმავალი გზა არის ბლოკირებული.
დილის 5 საათიდან მომიტინგეებმა ასევე გადაკეტეს მთავარი მაგისტრალი, რომელიც აკავშირებს დედაქალაქს ქვეყნის სამხრეთით ჰალდეს რეგიონთან, ასევე, მაგისტრალი, რომელიც ბეირუთს ჩრდილოეთით დაურის რეგიონთან აკავშირებს.
როგორც სახმელეთო ტრანსპორტის პროფკავშირის წევრმა, ნაბათიადან აჰმად კუბეისიმ თქვა, “იძულებულები ვართ, მივიღოთ ასეთი ზომები, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ. წინა ჯერზე გამაფრთხილებელი აქცია მოვაწყვეთ და დილის 5-დან ათამდე გვქონდა გადავკეტილი გზა. დღეს, დილის ოთხიდან მოვაწყეთ პარალიზება. გვაქვს მოთხოვნები, რომლებიც, პირველ ყოვლისა, უკავშირდება დოლარის სტაბილიზაციასა და პროდუქტებზე ფასების დარეგულირებას”.
აქციის მონაწილეების თქმით, მასშტაბური პროტესტი საღამოს ხუთამდე გაგრძელდება. ამის შემდეგ, პროფკავშირების ხელმძღვანელი სამოქმედო გეგმას გამოაცხადებს.
ბეირუთში აქცია ამ წუთებში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. არმია და პოლიცია არ ერევა დემონსტრანტების ქმედებებში.