ქართველმა ბანმა გიორგი მანოშვილმა იტალიაში გიაუროვის ვოკალისტთა მესამე საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა

იტალიის ქალაქ მოდენაში დასრულდა ნიკოლაი გიაუროვის სახელობის ვოკალისტთა მესამე საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 73 მომღერალი მონაწილეობდა. პირველი პრემია ახალგაზრდა ქართველ მომღერალს (ბანს), გიორგი მანოშვილს მიენიჭა.
„ჯანსაუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სახელით, დიდი სიხარულით, ვულოცავთ ჩვენს მეგობარს, გამორჩეულად ნიჭიერ გიორგის ამ გამარჯვებას და წარმატებასა და წინსვლას ვუსურვებთ“!  – აღნიშნულია ჯანსაუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები