თბილისი – 3 148, აჭარა – 563, იმერეთი – 437 ახალი ინფიცირებული – როგორი ეპიდვითარებაა საქართველოში 13 იანვრის მონაცემებით

საქართველოში ყოველდღიურად COVID-19 დადასტურებულთა რაოდენობით კვლავ თბილისი ლიდერობს. ისევ მაღალი მაჩვენებელია აჭარასა და იმერეთშიც.

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 326 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 148 შემთხვევა, აჭარა – 563, იმერეთი – 437, ქვემო ქართლი – 176, შიდა ქართლი – 277, გურია – 148, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 226, კახეთი -178, მცხეთა-მთიანეთი -92, სამცხე-ჯავახეთი – 66, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -15.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 42 439, საიდანაც 4 436 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 868, აჭარაში – 612, იმერეთში – 803.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 047 პირი, მათ შორის, თბილისში – 487, აჭარაში – 125, იმერეთში – 256. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი, მათგან თბილისში – 169, აჭარაში – 42, იმერეთში – 22.

2 075 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 330 – თბილისში, 520– აჭარაში. 35 928 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 75 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 71, ხოლო აჭარაში – 4.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 12 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 34 035 ადამიანი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდინფიცირების 5 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 044 პაციენტი, 48 კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 979 235 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 922 411, გარდაიცვალა 14 359 პაციენტი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები