დღეს, 15:00 საათზე, რეზო ამაშუკელს სამების ტაძრიდან გამოასვენებენ

დღეს, 15:00 საათზე, პოეტ რეზო ამაშუკელს სამების საკათედრო ტაძრიდან გამოსვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
პოეტი და ფილოლოგი, რეზო ამაშუკელი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
რეზო ამაშუკელის მრავალწლიანი და ნაყოფიერი მოღვაწეობა ღირსების ორდენით აღინიშნა. მას მინიჭებული ჰქონდა საქართველოს შოთა რუსთაველის, გალაკტიონ ტაბიძის და საქართველოს კომკავშირის სახელობის პრემიები. 2018 წელს ქართველ ჩოხოსანთა დასმა დააჯილდოვა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ორდენით. არჩეული იყო თბილისის საპატიო მოქალაქედ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები