ქართველი ქალი რეჟისორები – ტრიესტეს კინოფესტივალის ფოკუსში
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ყოველწლიურად სექცია WILD ROSES ფესტივალის აუდიტორიას სთავაზობს გამორჩეული ევროპელი ქალი კინორეჟისორების ნამუშევრებს. წელს ფოკუსში ქართველი ქალი რეჟისორები მოექცნენ. ტრიესტეში გაიმართება რეტროსპექტივა შემდეგი პროგრამით:
- „ანას ცხოვრება“ (რეჟისორი ნინო ბასილია)
- „დიდება დედოფალს“ (რეჟისორი თათია სხირტლაძე)
- „გრძელი ნათელი დღეები” (რეჟისორები ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი)
- „კრედიტის ლიმიტი“ (რეჟისორი სალომე ალექსი)
- „მილსადენის მეზობლები“ (რეჟისორი ნინო კირთაძე)
- „როგორი იყო ოთახი” (რეჟისორი ქეთევან კაპანაძე)
- „სხვისი სახლი“ (რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე)
- „მოთვინიერება“ (რეჟისორი სალომე ჯაში)
- „სველი ქვიშა“ (რეჟისორი ელენე ნავერიანი)
აღსანიშნავია, რომ ტრიესტეს კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს სანდრო სულაძის ფილმი „გუშაგები”. იგი საქართველო-პოლონეთის კოპროდუქციაა და შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.
ქართული პროექტები წარმოდგენილი იქნება ტრიესტეს კინოფესტივალის ინდუსტრიულ პლატფორმაზეც – WHEN EAST MEETS WEST:
პროდიუსერი რუსუდან პირველი მიწვეულია ანიმაციური პროექტის განვითარების ვორკშოპზე – The ANIMA SPIRIT /Animation Inspirational Lab პროექტით – „14 კრისტალის თეორია” (რეჟისორი გიორგი მასხარაშვილი);
რეჟისორი ალექსანდრე ქორიძე მიწვეულია პლატფორმაზე – Last Stop Trieste დოკუმენტური ფილმის პროექტით – „ატონალური გაბრწყინება”.