კვლევა: “ომიკრონი” ნაკლებ და ხანმოკლე ჰოსპიტალიზაციას იწვევს
კალიფორნიაში, კორონავირუსი ინფიცირებულ 70 ათასზე მეტ პაციენტზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ვირუსის “ომიკრონის”შტამით ინფიცირებულ ადამიანებს, წინა ნაირსახეობებთან შედარებით, ნაკლებად უწევთ ჰოსპიტალიზაცია.
medRxiv-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 52 ათასზე მეტი პაციენტიდან, რომელიც აღებულია სამხრეთ კალიფორნიის Kaiser Permanente-ს ელექტრონული სამედიცინო ბაზიდან 2021 წლის 30 ნოემბრიდან – 2022 წლის 1-ელი იანვრის პერიოდში, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ არცერთ პაციენტს არ დასჭირვებია ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია.
კერძოდ, გამოკვლეული, “ომიკრონის” 52 297 შემთხვევიდან და “დელტას” 16 982 შემთხვევიდან ირკვევა, რომ “ომიკრონის” შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია 235 ადამიანს (0.5%) დასჭირდა, ხოლო 222 – (1.3%) “დელტას” შემთხვევაში.
“ომიკრონის” შემთვევაში, ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია არცერთ პაციენტს არ დასჭირვებია მაშინ, როდესაც”დელტას” ვარიანტში – 11 პირს.
ასევე, “ომიკრონით” ინფიცირების დროს შემცირებულია სტაციონარში ყოფნის პერიოდი – 3,4 დღით ნაკლებია სხვა შტამებთან შედარებით, რაც სტაციონარში ყოფნის პერიოდს 69.6%-ით ამცირებს.