ბრიუსელში რუსეთ-ნატო-ს საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში რუსეთ-ნატო-ს საბჭოს სხდომა დაიწყო.

უკანასკნელად ასეთი შეხვედრა ორი წლის წინ გაიმართა.

შეხვედრაზე რუსეთის “უსაფრთხოების გარანტიების მიღების” მოთხოვნაზე იქნება საუბარი, რაც 9-10 იანვარს ჟენევაში, რუსეთ-აშშ-ის ფორმატში დაიწყო.

რუსეთის მთავარი მოთხოვნაა, მიიღოს იურიდიული გარანტიები იმის შესახებ, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება და საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები არ გახდებიან.

ჟენევაში დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა თქვა, რომ აუცილებელია, ნატო-ს მადრიდის სამიტზე მოხდეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული განცხადების ცვლილება, რომ “საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებიან”.

ხვალ რუსეთ-ეუთო-ს სამიტიც გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები