მიხეილ სააკაშვილი: ხვალ მე მივალ “სასამართლოზე” და ვიტყვი ჩემს სათქმელს

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საზღვრის კვეთის საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესს დაესწრება, – ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 13:00 საათზეა ჩანიშნული.

სააკაშვილი თავის წერილში ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

‘’ძალიან კარგია, რომ რეჟიმმა ვერ გარისკა თითიდან გამოწოვილი საქმით მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთო წერეთლის დაპატიმრება. რა თქმა უნდა, მათ გამოიტანეს სრულიად ფეიკ განაჩენი. როგორც ყოველთვის, მე მომეწონა, როგორ ღირსეულად ეჭირათ მთელი ეს დრო თავი “განსასჯელებს” და, ასევე, ვატო წერეთელს. ერთი წუთით არ დატყობიათ შიში და ყოყმანი.
მას შემდეგ, რაც ჩემ საკითხზე გამოტანილი ობიექტური გადაწყვეტილების შემდეგ გააუქმეს კანონით სახელმწიფო ინსპექტორის ოფისი, გუშინ, საქალაქო “სასამართლომ”, გააუქმა ასევე მათი გადაწყვეტილება ჩემ საქმეზე. “მელამ საკუთარი კუდი დაიმოწმაო” – ასეა ზუსტად ამ “მთავრობის” და მისი სასამართლოს საქმე.
ხვალ მე მივალ “სასამართლოზე” და ვიტყვი ჩემს სათქმელს.
შევხვდებით 13-ში, 13:00 საათზე‘’, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები