საზეიმოდ მოწყობილი დადიანების სასახლე ზუგდიდელების შეკრების ადგილად იქცა

ზუგდიდის დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში დიზაინერ სოფია ხარჩილავას საავტორო ჩვენება გაიმართა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
„წლების დაგროვილი ინსპირაცია და ემოციები გავაცოცხლე სამოსელში. ეს იყო ვინტაჟის და თანამედროვე ხელოვნების სინთეზი. ჩემი მოდა არის ხელოვნების ნიმუშების სამოსელზე გადატანა, ემოციების ფერებში გადმოცემა, ჩემი სულის მდგომარეობის გამოხატვა“, – აღნიშნა დიზაინერმა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, დადიანების სასახლეში გრანდიოზული საშობაო მეჯლისი გაიმართა, რომელშიც მოცეკვავეთა 200-მდე წყვილი და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მონაწილეობდნენ.
29 დეკემბრიდან საშობაოდ მორთული დადიანების სასახლის ეზოსა და უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლის სამეჯლისო დარბაზის დათვალიერება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის გახდა შესაძლებელი.
დღემდე სასახლეს უამრავი სტუმარი ეწვია, ზუგდიდელმა ბავშვებმა სასახლეში მუსიკალური კლიპის გადაღებაც კი შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები