„მხატვარი და ეპოქა“ – შალომ კობოშვილის 145 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა და კურატორის ტური

13 იანვარს, 15:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, შალომ კობოშვილის საიუბილეო გამოფენის ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა გამოფენის კურატორთან, ებრაული კულტურის და შალომ კობოშვილის შემოქმედების მკვლევართან, ლელა წიწუაშვილთან.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის სიცოცხლის წლების (1876-1941) ამსახველი ეპოქა 150-მდე ექსპონატით. შალომ კობოშვილის ნამუშევრების გარდა, ექსპოზიციაზე გამოფენილია დავით გველესიანის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები ებრაული ცხოვრების თემატიკაზე; ეროვნული მუზეუმის მრავალფეროვანი ებრაული კოლექცია ⎼ XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისის ებრაული სამოსი, ქსოვილები, რელიგიური, რიტუალური თუ ყოფითი დანიშნულების ნივთები; დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის და დიმიტრი ერმაკოვის ფოტოარქივებში დაცული ფოტომასალა; საქართველოს ეროვნულ არქივსა და ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოძიებული დოკუმენტური და საარქივო მასალა.
მონაწილეობისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია: https://cutt.ly/fU6bAIq
ვრცლად გამოფენის შესახებ: https://cutt.ly/mU6hrbD
ტურის მონაწილე შეძლებს მუზეუმში მიმდინარე ყველა დროებითი თუ მუდმივმოქმედი გამოფენის დათვალიერებას.
მისამართი: თბილისი, შოთა რუსთაველის გამზ. №3.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები