ივანე ჩხაიძე: საქართველოში ინფიცირებულთა მატებას შესაძლებელია, ჰოსპიტალიზაციის მატება, ასევე, ლეტალობის მატება მოჰყვეს
ინფიცირებულთა რაოდენობის მატებას შესაძლებელია, არა ძალიან მკვეთრად გამოხატული, მაგრამ ჰოსპიტალიზაციის მატება და შესაძლებელია ასევე ლეტალობის მატება მოჰყვეს საქართველოში, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
“შემთხვევების მატება არის ძალიან სერიოზული და სრულიად არაპროგნოზირებადი. ინფიცირებულთა რაოდენობის მატებას შესაძლებელია არა ძალიან მკვეთრად გამოხატული, მაგრამ ჰოსპიტალიზაციის მატება და შესაძლებელია ასევე ლეტალობის მატება მოჰყვეს საქართველოში. მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი პირველი საზრუნავი ძალიან დიდი რაოდენობით ინფიცირებული ადამიანი იქნება“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.