მიხეილ სარჯველაძე: პოლიტიკოსის მიმართ წარდგენილი ბრალდება საკმარისი არ არის საიმისოდ, რათა განაცხადო, რომ საქმე პოლიტიკურად მიკერძოებულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე ე.წ. ფულის გათეთრების საქმეს გამოეხმაურა, რომელშიც ბრალდებულები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არიან.

სარჯველაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსის მიმართ წარდგენილი ბრალდება საკმარისი არ არის საიმისოდ, რათა განაცხადო, რომ საქმე პოლიტიკურად მიკერძოებულია.

“მოგვისმენია, რომ ეს საქმე განსასჯელების მხრიდან ფასდება, როგორც პოლიტიკური დევნა, მაგრამ ასეთი შეფასების გაკეთებას სჭირდება კონკრეტული არგუმენტაცია. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ბრალდება წარდგენილია პოლიტიკოსის მიმართ, საკმარისი ნამდვილად არ არის საიმისოდ, რომ განაცხადო, რომ ეს პოლიტიკურად მიკერძოებული მსჯავრდების საქმეა. არსებობს კონკრეტული კითხვები და მეტი ინფორმაცია უნდა მოაწოდონ საზოგადოებას. ასეთ დროს ასეთი დასკვნისთვის, რომ საქმე პოლიტიკურად მიკერძოებულია, ერთდროულად უნდა არსებობდეს სავალდებულო და საკმარისი წინაპირობა”, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები