ნიკა მელია: ის, რაც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ “სასამართლო პროცესზე” ხდება, ოპოზიციის გამორჩეული ლიდერების უსინდისო და თავზეხელაღებული პოლიტიკური დევნაა

“ის, რაც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ “სასამართლო პროცესზე” ხდება, ოპოზიციის გამორჩეული ლიდერების უსინდისო და თავზეხელაღებული პოლიტიკური დევნაა”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამ ადამიანების დაშინება შეუძლებელია.

“ის, რაც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ “სასამართლო პროცესზე” ხდება, უსინდისო და თავზეხელაღებული პოლიტიკური დევნაა ოპოზიციის გამორჩეული ლიდერების!

ეს ადამიანები ახლოს სულ ცოტა ხნის წინ გავიცანი, მაგრამ ეს პერიოდიც საკმარისია, რომ ვხედავდე – ზეწოლით, დაჭერის, შანტაჟით მათი დაშინება შეუძლებელია!

მათ სწამთ თავის საქმისა და თავის პოლიტიკური ხედვის.

ბოლო არჩევნებზე ჩვენ ერთ კოალიციად გამოვედით თბილისში იმიტომ, რომ მეც და მათაც გვჯეროდა და ახლაც

გვჯერა – რეჟიმის დამარცხების გასაღები მრავალფეროვან ერთობაშია!

ახლაც ასე მჯერა – “ლელო” აუცილებლად განვითარდება და გაძლიერდება, რაც  უნდა მოიმოქმედოს ივანიშვილმა და აუცილებლად იქნება ძლიერი პროდასავლური სპექტრის ძალიან ღირსეული წევრი!

პირადად მამუკასა და ბადრის კი ჩემი მეგობრული თანადგომა!

პს. ცალკე ვიტყვი ავთო წერეთელზე. ურთულესი და სარისკოა დღეს თავისუფალი და კრიტიკული მედიის დაცვა და ხელშეწყობა – მადლობა მას, რომ პირადი რისკის ფასად ამას აკეთებს!”, – წერს მელია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები