ნიკა მელია: ახლა, როგორც არასდროს, “ნაცმოძრაობა“ არის ერთიანი

“ახლა, როგორც არასდროს, პარტია არის ერთიანი და ერთიანები ვართ შეთანხმებებშიც”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკა მელიამ პარტიაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა.

„ამ წუთის მდგომარეობით, ვიყავი პარტიის თავმჯდომარე და, ამავე დროს, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე.

მიმაჩნია, რომ პარტიას უნდა ჰქონდეს თავისი გეგმა, სტრატეგია, რომელიც იქნება წარმატებული. ახლა, როგორც არასდროს, პარტია არის ერთიანი და ერთიანები ვართ შეთანხმებებშიც. გარდა იმისა, რომ პეტრე ცისკარიშვილი არის კვალიფიციური პროფესიონალი, ის ჩემი პირადი მეგობარია. გარდა იმისა, რომ კობა ნაყოფია ძალიან ბევრ საქმეს აკეთებდა ბოლო წლების განმავლობაში, ის ასევე არის ჩემი პირადი მეგობარი. პარტიის ეს რეფორმირება არის მხოლოდ დასაწყისი“, – განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია გახდა, ნიკა მელიამ კი, პარტიის თავმჯდომარეობის გარდა, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეობაც შეითავსა. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პოსტს პეტრე ცისკარიშვილი დაიკავეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები