საფრანგეთში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია ქალაქ მარსელში მოკლული, საქართველოს 25 წლის მოქალაქის შესახებ.
ამის შესახებ “კვირას” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და ამჟამად სამშობლოში მისი გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ორი დღის წინ მოკლეს.
გარდაცვლილს შეკამათება ეთნიკურად არაბ მამაკაცთან მოუვიდა, რომელიც მისი მეუღლისთვის ტელეფონის მოპარვას ცდილობდა.
დაპირისპირებისას საქართველოს მოქალაქე ცივი იარაღით დაჭრეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.