„ოქროს გლობუსის“ 79-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

ლოს ანჯელესში „ოქროს გლობუსის“ 79-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
წლის დრამატული ფილმის კატეგორიაში “ოქროს გლობუსი” ფილმმა „ძაღლის ძალა“ (The Power of the Dog) მოიპოვა, ხოლო რეჟისორის ნომინაციაში ამავე ფილმის რეჟისორმა, ჯეინ კემპიონმა გაიმარჯვა.

წლის მსახიობი მამაკაცის წოდება King Richard-ში შესრულებული როლისთვის უილ სმიტმა მოიპოვა. ამავე კატეგორიაში წლის მსახიობი ქალი კი ნიკოლ კიდმანი გახდა.

მუსიკალურ ან კომედიურ ფილმებში ქალისა და მამაკაცის როლებისთვის ჯილდოები რეიჩელ ზეგლერსა და ენდრიუ გარფილდს გადაეცათ.

მეორეხარისხოვანი კაცის როლისთვის პრიზი კოდი სმიტ-მაკფმა მიიღო. მეორეხარისხოვანი ქალის როლის შესრულებისთვის კი “ოქროს გლობუსი” არიანა დებოუზმა მოიპოვა ფილმისთვის West Side Story.​

საუკეთესო უცხოენოვანი მხატვრული ფილმების ნომინაციაში იაპონურმა ფილმმა, Drive My Car-მა გაიმარჯვა.

“ოქროს გლობუსის” 2022 წლის ცერემონია უჩვეულო ფორმატში ჩატარდა, ვინაიდან მას ვარსკვლავები არ დასწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები