იტალიაში არავაქცინირებულთათვის შეზღუდვები გაფართოვდა
იტალიაში არავაქცინირებულთათვის დღეს ძალაში ახალი შეზღუდვა შევიდა.
DW-ის ინფორმაციით, ვაქცინაციის ან გამოჯანმრთელების შესახებ დამადასტურებელი საბუთის წარდგენა დღეიდან სავალდებულოა რესტორნების, სასტუმროების, სავაჭრო ბაზრობების, საბაგიროების მოსანახულებლად ან ადგილობრივი ან საქალაქთაშორისო მატარებლებითა და ავტობუსებით მგზავრობისას.
ახალი წესი ვრცელდება გუნდურ სპორტზეც – სათამაშოდ ყველა პროფესიონალი ფეხბურთელი უნდა იყოს აცრილი.
ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან ტურისტებს შეუძლიათ, გამოიყენონ თავიანთი ვაქცინაციის სერტიფიკატების QR კოდები.
იტალიაში ბოლო დროს ინფექციების ზრდა დაფიქსირდა.
უახლესი მონაცემით, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 100 ათას მოსახლეზე 1669 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამასთანავე, დღეს სკოლების უმეტესობა გაიხსნა მიუხედავად იმისა, რომ სკოლების დირექტორები, სამედიცინო პროფკავშირები და ზოგიერთი მერი მოუდოდებდა მთავრობას სწავლა, სულ მცირე, ორი კვირით გადაედოთ.
თუმცა, მედიის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტმა საბჭომ დახურა სკოლები.