ბიძინა კულუმბეგოვი: შეიძლება, ჰოსპიტალურ სექტორში ბევრი პაციენტი მოხვდეს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი საქართველოში ეპიდვითარების გაუარესებას ვარაუდობს და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

“შეიძლება, ჰოსპიტალურ სექტორშიც ბევრი პაციენტი მოხვდეს, ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდოს, მაგრამ ეს არ აისახოს მძიმე პაციენტებსა და გარდაცვალების შემთხვევებში. ამის იმედი არსებობს, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ, გარკვეულწილად, “ომიკრონის” ვარიანტი, როგორც მსოფლიო განიხილავს, არის სინათლე გვირაბის ბოლოს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვართ გვირაბის დასაწყისში და გასავლელი გვაქვს ეს გზა. ყველას ვთხოვთ ვაქცინაციას, “ბუსტერს”, პირბადის გამოყენება არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ჩვენ და საზოგადოება ამ ტალღას გადავურჩეთ”, – აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები