სიმფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართება

14 იანვარს, 19:30 საათზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში. თბილისის სიმფონიური ორკესტრი 2022 წლის პირველ კონცერტს გამართავს.
როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შესრულდება:
ფ. ლისტის – „სიკვდილის ცეკვა“, ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის; რ. შუმანის – სიმფონია №4.
დირიჟორი – მირიან ხუხუნაიშვილი, სოლისტი – თამთა მაღრაძე (ფორტეპიანო).
კონცერტზე დასასწრებად აუცილებელია  კოვიდპასპორტის წარდგენა  ან 72 საათს განმავლობაში მიღებული PCR ტესტის პასუხი, ანდა იმავე დღეს მიღებული სწრაფი ტესტის შედეგი.
ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება 7 იანვრიდან პორტალზე: www.biletebi.ge.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები