სამხარაულის ბიურო: ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკული საშუალებით გამოწვეული ინტოქსიკაცია გახდა

ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკული საშუალების, ჰეროინის ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული, გულ სისხლ-ძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა გახდა, – ამის შესახებ ნათქვამია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში, რომელიც შს სამინისტრომ 30 დეკემბერს მიიღო.

როგორც „იმედინიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ეს დასკვნა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს დაერთო.

„გვამის სასამართლო-სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევების მონაცემებით ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა (ინექციის უბნები ორივე საზარდულის მიდამოებში). ორმხრივი საზარდულის მიდამოს კანში და კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები, მარცხნივ ხანდაზმულობით სიკვდილამდე 5 წუთი- ერთი საათი, მარჯვნივ – 30 წთ-4 საათი“, – წერია დასკვნაში.

აღნიშნულ დასკვნას ხელს აწერენ კონსტანტინე ცქიტიშვილი და ალექსანდრე გეჯაძე.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები