ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომარტ თოყაევის განცხადებით, ასობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო დაშავდა და დაიღუპა ალმათაში “ტერორისტების მოქმედებების გამო”.
ამის შესახებ თოყაევმა დღეს ხალხისადმი მიმართვის დროს თქვა, რომლის ტრანსლირება ადგილობრივმა ტელევიზიებმა მოახდინეს.
„ბანდიტების ხელით დაზიანდა არა მხოლოდ ადმინისტრაციული შენობები, არამედ – მშვიდობიანი მოსახლეობის პირადი საკუთრებაც, რომ აღარაფერი ვთქვათ ასობით მშვიდობიანი მოქალაქისა და სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე“, – თქვა მან.
თოყაევის თქმით, ყაზახეთში “ბოევიკების წვრთნასა და ხელმძღვანელობაში, ერთი სამეთაურო პუნქტი იყო ჩართული”.
„ბოევიკების გარდა, მოქმედებდნენ იდეოლოგიურ დივერსიებისთვის გაწვრთნილი სპეციალისტები, რომლებიც ოსტატურად იყენებდნენ დეზინფორმაციას ან „ფეიკებს“ და შეეძლოთ ხალხის განწყობის მანიპულირება. როგორც ჩანს, მათ წვრთნასა და ხელმძღვანელობაში ერთი სამეთაურო პუნქტი იყო ჩართული. ამის გარკვევა დაიწყო გენერალური პროკურატურა და ეროვნული უსაფრთხოება“, – თქვა თოყაევმა.