საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 727 პირი გამოჯანმრთელდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში ინფიცირების 4 234 შემთხვევა დადასტურდა, პანდემიის დაწყებიდან კი, ჯამში 953 410.

განახლებული სტატისტიკის მიხედვით, კორონავირუსს კიდევ 46 პაციენტი ემსხვერპლა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი, 14 128 ლეტალური შემთხვევაა.

ბოლო დღე-ღამეში, 45 006 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 26 832 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 174 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 იანვრის მდგომარეობით, დღიური მაჩვენებელია 9.41%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.61%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.17%.

ასევე,  ვირუსისგან 1 727 პირი გამოჯანმრთელდა, სულ დაავადება 910 540 მოქალაქემ დაძლია.

გამოვლენილი ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 249 შემთხვევა, აჭარაში – 495, იმერეთში – 457, ქვემო ქართლში – 164, შიდა ქართლში – 199, გურიაში – 147, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 196, კახეთში -158, მცხეთა-მთიანეთში -93, სამცხე-ჯავახეთში -53, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -23.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები