საქართველოში კორონავირუსს კიდევ 46 პაციენტი შეეწირა

საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსს კიდევ 46 პაციენტი ემსხვერპლა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი, 14 128 ლეტალური შემთხვევაა.

განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში ბოლო ერთ დღეში ვირუსით ინფიცირების 4 234 შემთხვევა დადასტურდა, პანდემიის დაწყებიდან კი, ჯამში 953 410.

ბოლო დღე-ღამეში, 45 006 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 26 832 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 174 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 იანვრის მდგომარეობით, დღიური მაჩვენებელია 9.41%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.61%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.17%.

ასევე,  ვირუსისგან 1 727 პირი გამოჯანმრთელდა, სულ ვირუსი 910 540 მოქალაქემ დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები