შალვა პაპუაშვილი: საქართველოში მცხოვრებ ყველა მართლმადიდებელს და ყველას, ვინც ამ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს, ვულოცავ მაცხოვრის შობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მოსახლეობას შობის დღესასსწაულს ულოცავს.

„საქართველოში მცხოვრებ ყველა მართლმადიდებელს და ყველას, ვინც ამ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს, ვულოცავ მაცხოვრის შობას!

განსაკუთრებულად, მინდა, შობის დღესასწაული მივულოცო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ, ჩვენს თანამოქალაქეებს და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს.

ქრისტეს შობით გამოწვეული სიხარული სუფევდეს თქვენს გულებსა და ოჯახებში! ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და სიკეთით სავსე ცხოვრებას გისურვებთ“, – აღნიშნულია მილოცვის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები