მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური ანტირეკორდი დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემით, ბოლო ერთ დღეში დაავადება 2 618 130 პირს დაუდასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.
პა ნდემიის გავრცელებიდან დღემდე, კოვიდ 19 296 496 809 ადამიანს დაუდასტურდა.
ასევე, ორგანიზაციის მონაცემით, ვირუსს ერთ დღეში მსოფლიოში 8 168 ადამიანი შეეწირა, სულ 5 462 631 ლეტალური შემთხვევაა.
წინა ანტირეკორდი დაფიქსირდა 5 იანვარს, როდესაც 24 საათის განმავლობაში 2 294 039 ინფიცირებული გამოვლინდა.