ყაზახეთში 70 სადღეღამისო საგუშაგო მოეწყო, დაშვებულია პირადი ჩხრეკა –  ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის “წითელი დონეა” გამოცხადებული

ყაზახეთში ტერორისტული საფრთხის კრიტიკული, „წითელი“ დონე გამოცხადდა.

ამიერიდან, სამართალდამცავებს შეუძლიათ, განახორციელონ ადამიანების პირადი ჩხრეკა, ნებისმიერ შენობაში ნებართვის გარეშე შესვლა და შეზღუდონ ტრანსპორტის მოძრაობა. გარდა ამისა, ყაზახეთის ტერიტორიაზე 70 სადღეღამისო საგუშაგო მოეწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას  ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„6 იანვარს ქალაქ ნურ-სულთანში ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალ-მაიორმა საგიმბაევმა გამართა ტერორიზმთან ბრძოლის რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის სხდომა. შტაბის უფროსის ბრძანებით, ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეთანხმებით, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე შემოღებულ იქნა ტერორისტული საფრთხის „კრიტიკული წითელი“ დონე. ქვეყნის ყველა რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმი დამყარდა“, – ნათქვამია ეროვნული უშიშროების კომიტეტის ინფორმაციაში.

ყველა აკიმათი (რეგიონული ადმინისტრაცია) გაძლიერებული დაცვის ქვეშაა.

ქვეყნის ტერიტორიაზე 70 სადღეღამისო გამშვები პუნქტია მოწყობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები