პატრიარქი: პანდემია საერთო განსაცდელია, მართალია, მსხვერპლი დიდია და სიფრთხილე აუცილებელი, მაგრამ სასოწარკვეთას არ უნდა მივეცეთ
პანდემია საერთო განსაცდელია, მართალია, მსხვერპლი დიდია და სიფრთხილე ყოვლადაუცილებელი, მაგრამ სასოწარკვეთას არ უნდა მივეცეთ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი.
„რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენგანს ჩვენი ჯვარი გვაქვს სატარებელი, მაგრამ არის საერთო განსაცდელებიც. მაგალითად, დღეს პანდემიაა ასეთი.
ხალხი დაითრგუნა მუდმივი უარყოფითი ინფორმაციით, ჩაკეტვით, სიკვდილიანობით… მართალია, მსხვერპლი დიდია და სიფრთხილე ყოვლადაუცილებელი, მაგრამ სასოწარკვეთას არ უნდა მივეცეთ და არც შევშინდეთ. უნდა განგვამტკიცოს რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს არსებობის შეწყვეტას, რადგან ადამიანის სული უკვდავია.
მთავარია, სულიერი სიკვდილის, მარადიული ტანჯვის მსხვერპლნი არ გავხდეთ“, – აღნიშნულია ეპისტოლეში.