„სახელმწიფოს სამედიცინო დაწესებულებების შეძენის გამოკვეთილი სტრატეგია არ აქვს“

   ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სახელმწიფოს არა აქვს გამოკვეთილი სტრატეგია, რომელიც სამედიცინო დაწესებულებების შეძენას გულისხმობს – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა – ხომ არ იგეგმება სახელმწიფოს მხრიდან „არქიმედე გლობალ ჯორჯიას“ შესყიდვის საკითხი. “სახელმწიფოს არ აქვს გამოკვეთილი სტრატეგია, რაც სამედიცინო დაწესებულებების აუცილებლად შეძენას გულისხმობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის ეს კერძო იქნება თუ სახელმწიფო. მთავარია დაწესებულება ხარისხიანად მოემსახუროს პაციენტს, რაც შეეხება „არქიმედე გლობალ ჯორჯიას“ კლინიკებს, ამ შემთხვევაში გაკოტრების შესახებ კანონი მოქმედებს და ისინი ისე მოიქცევიან, როგორც კანონში წერია”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები