თემურ წიკლაურის საფლავი დააზიანეს

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ უცნობმა პირებმა მომღერალ თემურ წიკლაურის საფლავზე ქანდაკება დააზიანეს. “ფეისბუქზე” ფაქტის ამსახველ შესაბამისი ფოტოებსაც აქვეყნებს.

“როგორც ჩანს, ბრინჯაო ეგონათ და მის (ქანდაკების) ხელებში არსებული დედამიწის ბურთულა მოუგლეჯიათ!
მერე ნახეს, რომ ბრინჯაო არ იყო და იქვე გადააგდეს… ასევე, დაგლეჯილი იყო ყვავილების გვირგვინი…
გაიგეთ, არაა ეს ფერადი ლითონი, არის თაბაშირით გაკეთებული და ხელი აღარ ახლოთ, ვანდალებო!!!!! რა ხალხი ხართ, სად იზრდებით, რა აზროვნება და გონება გაქვთ ასეთი სამარცხვინო? ან კი გაქვთ საერთოდ?”, – წერს ფოტოების ავტორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები