ციციშვილში 4 თვის ჩვილი კორონავირუსით გარდაიცვალა
ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსს 4 თვის ჩვილი ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ, ოთხ იანვარს მოხდა.
ბოლო 6 დღეში კლინიკაში ვირუსით ორი ჩვილი გარდაიცვალა.
არაებული ინფორმაციით, გარდაცვლილ პატარას სხვა დაავადებებზე სხვა კლინიკაში მკურნალობდნენ, სადაც ის კორონავირუსით დაინფიცირდა და ციციშვილშიც ამის შემდეგ გადაიყვანეს.
საავადმყოფოში ამ დროისთვის 50 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.