მსახიობი ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა
რუსთაველის თეატრის მსახიობი, ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას მსახიობის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა რუსთაველის თეატრმა.
“უდიდეს მწუხარებასა და ტკივილს განიცდის ჩვენი თეატრი დღეს. გარდაიცვალა მსახიობი ნიკოლოზ ქაცარიძე..”, – წერია თეატრის სამძიმრის წერილში.
გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გული სახელდება.