NCDC: საქართველოში “ომიკრონის” 159 შემთხვევაა დაფიქსირებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 4 იანვრის მონაცემებით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია “ომიკრონის” 159 შემთხვევა.

3 იანვარის შემდეგ, “ომიკრონი” კიდევ 11 ადამიანს დაუდასტურდა.

რაც შეეხება ზოგად მონაცემებს, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 32 ადამიანი. დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 1 805 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები