თამარ გაბუნია: კოვიდკლინიკები ყველანაირად მომზადებული ხვდება ახალი შტამის გავრცელებას

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია კოვიდკლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე ახალი შტამი – „ომიკრონი“ და სამედიცინო დაწესებულებების მზაობა განიხილეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო „კოვიდის“ საწინააღმდეგო ახალი პრეპარატების დანერგვას. მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ახალი ტალღისთვის ჯანდაცვის სისტემა მზად არის, თუმცა, ამავე დროს, მთავარ იარაღად კვლავ ვაქცინაცია და ბუსტერდოზის გამოყენება რჩება.

„ბუნებრივია, ​„კოვიდის“ მართვის პროცესში არის ახალი გამოწვევები, მსოფლიო დღეს უმკლავდება „ომიკრონის“ ახალ ტალღას. კლინიკებთან ვისაუბრეთ მათი მზაობის თაობაზე, იმასთან დაკავშირებით, თუ რა გამოწვევებს ხედავენ. საბედნიეროდ, დღეს კლინიკების დატვირთვა არ არის მაღალი, მობილიზებული საწოლფონდის დაახლოებით ნახევარი არის დატვირთული. მზაობა კვლავაც რჩება მაქსიმალური, პერსონალი მზად არის, ახალი პროტოკოლი მოქმედია, მედიკამენტების მარაგი კლინიკებს აქვთ და ვფიქრობ, რომ ყველანაირად მომზადებული ხვდებიან იმ გამოწვევებს, რაც შესაძლებელია ახალი შტამის გავრცელებას უკავშირდებოდეს. ასევე, ვისაუბრეთ ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებაზე, განსაკუთრებით, სამედიცინო პერსონალში. მოგეხსენებათ, რომ დაწყებულია წახალისების სქემა 50 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვისაც. ვაქცინაციის შემდგომ, პირველივე დოზის მიღებისთანავე მოქალაქე იღებს 200-ლარიან წახალისებას“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები