ირაკლი კობახიძე კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს

“ქართული ოცნების”თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს  დაბადების დღეს ულოცავს.

მილოცვაში ნათქვამია, რომ “პატრიარქი არის საქართველოში სიმშვიდის, სიკეთისა და უფლის რწმენის უმთავრესი გარანტი”.

”დღეს საქართველოს კათალიკოს პატრიარქის იუბილეა. დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ უწმინდესსა და უნეტარესს. ილია მეორე დღეს 89 წლის გახდა და უკვე 44 წელია, ქართული ეკლესიისა და ქართველი მრევლის სულიერი წინამძღვარია. ჩვენი პატრიარქი არის საქართველოში სიმშვიდის, სიკეთისა და უფლის რწმენის უმთავრესი გარანტი. მადლობას ვუხდი ილია მეორეს იმ ღვაწლისთვის, რასაც ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ქვეყნისთვის ეწევა. ეს მართლაც ღვთის წყალობაა. მინდა, უწმინდესს და უნეტარესს დიდი მოწიწებით მივულოცო დღევანდელი დღე, ვუსურვო ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ჩვენი ერისა და ქვეყნის საიმედოდ!”, – წერს ირაკლი კობახიძე „ფეისბუქში“.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დღეს 89 წელი შეუსრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები