საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 590 შემთხვევა გამოვლინდა,  1 955 გამოჯანმრთელდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსზე 39 315 ტესტი ჩატარდა, საიდანაც 3 590 შემთხვევა იყო დადებითი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, დაავადება 942 173 პირს დაუდასტურდა.

სტატისტიკური მონაცემი Stopcov.ge-ზე განახლდა.

ასევე, ბოლო ერთ დღეში ვირუსს 67 მოქალაქე შეეწირა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე უკვე 14 009-ე შემთხვევაა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 იანვრის მდგომარეობით, დღიური მაჩვენებელია 9.13%; 14 დღის მანძილზე – 5.67%, ხოლო 7 დღის  – 6.26%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 955 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 904 903-მდე.

გამოვლენილი, ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: თბილისში 1 569 შემთხვევაა; აჭარაში – 366; იმერეთში – 505; ქვემო ქართლში – 149; შიდა ქართლში – 199; გურიაში – 222; სამეგრელო – ზემო სვანეთში – 235; კახეთში -185; მცხეთა-მთიანეთში -93; სამცხე-ჯავახეთში – 42; რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -25.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები