საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების რიცხვმა 14 ათასს გადააჭარბა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით გარდაცვალების 67 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე უკვე 14 009-ე შემთხვევაა.

სტატისტიკური მონაცემი Stopcov.ge-ზე განახლდა.

ასევე, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 39 315 ტესტი ჩატარდა, საიდანაც 3 590 შემთხვევა იყო დადებითი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსი 942 173 ადამიანს დაუდასტურდა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 39 315 კვლევა ჩატარდა, მათ შორის, 26 302 ანტიგენის ტესტით და 13 013 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 იანვრის მდგომარეობით, დღიური მაჩვენებელია 9.13%; 14 დღის მანძილზე – 5.67%, ხოლო 7 დღის  – 6.26%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 955 პირი, ხოლო, ჯამურად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 904 903-მდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები