ავსტრალიური ოჯახის მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო
ავსტრალიელმა ლინდერ ნარდინმა და მისმა ოჯახმა ყველაფერი გაყიდა და ძველი სამხედრო სატვირთოთი მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობა დაიწყო. მამას და დედას სურდათ, თავიანთი შვილისთვის ჩვენი პლანეტა ეჩვენებინათ და ამავდროულად, მასთან მეტი დრო გაეტარებინათ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი საკმაოდ რომანტიკულად ჟღერს, თავგადასავალს თან ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა და სატვირთოსთან ანუ ოჯახის ახალ სახლთან დაკავშირებული ძალიან ბევრი ტექნიკური პრობლემა ახლდა.
„გზა ძალიან დამღლელი გამოდგა, თუმცა სავსე იყო არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებებით, ულამაზესი ლანდშაფტითა და ადამიანებით, რომელთა ნახვა და გაცნობა მხოლოდ ცხოვრების ასეთი წესის არჩევისას შეგვიძლია.“- აღნიშნავს ლინდერი.