ლევან იოსელიანი: კახა კუჭავამ ოპოზიციისა და მმართველი პარტიის ურთიერთობის განსხვავებული სტანდარტი დაამკვიდრა, პარლამენტის თავმჯდომარის კარი ყველასთვის ღია იყო

„მადლობა კახა კუჭავას, რომელმაც ოპოზიციისა და მმართველი პარტიის ურთიერთობის განსხვავებული სტანდარტი დაამკვიდრა“, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

იოსელიანმა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, კახა კუჭავას წარმატებები უსურვა.

„მისი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის კარი ყველასთვის ღია იყო. მასთან კომუნიკაცია და ურთიერთობა არავისთვის არ იყო რთული. ყოველი შეხვედრის დროს იგრძნობოდა მისი დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ. ამას ძალიან ვაფასებ და წარმატებას ვუსურვებ შემდგომ საქმიანობაში“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები