გია ვოლსკი: შალვა პაპუაშვილი მაღალი დონის პროფესიონალია

“შალვა პაპუაშვილი არის ღირსეული კანდიდატი თავისი ცოდნით, დამოკიდებულებით ქვეყნის მიმართ, თავდადებით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე პაპუაშვილის კანდიდატის დასახელებით მმართველმა გუნდმა სწორი არჩევანი გააკეთა.

„შალვა პაპუაშვილი არის ღირსეული კანდიდატი თავისი ცოდნით, დამოკიდებულებით ქვეყნის მიმართ, თავდადებით და ის მაღალი დონის პროფესიონალია. ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთეთ. რაც შეეხება კახა კუჭავას ჩანაცვლებას ან მათი პიროვნებების დაპირისპირებას, ამას საფუძველი არ აქვს, ვინაიდან ეს ერთი გუნდია“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს დღეს აირჩევენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები