ჯანმო: მსოფლიოში ერთ კვირაში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი 11%-ით გაიზარდა, ლეტალობის მაჩვენებელმა კი 4%-ით იკლო

მსოფლიოში, ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით 4 985 093 ადამიანი დაინფიცირდა, რაც 13-19 დეკემბერთან შედარებით  11%-ით მეტია.

ასევე, 20-26 დეკემბერს ვირუსს კიდევ 44 680 პაციენტი ემსხვერპლა, რაც 13-19 დეკემბერთან შედარებით 4%-ით ნაკლებია.

შესაბამის ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

აღინიშნება, რომ ინფიცირების მაჩვენებელი გაზრდილია ამერიკაში 39%-ით; აფრიკაში 7%-ით და ევროპაში 3%-ით. ამასთანავე, შემცირებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში  12%-ით და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში 3%-ით.

სიკვდილიანობის ზრდაა აფრიკაში 72%-ით; სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 9%-ით და ამერიკაში 7%-ით. გარდაცვალების მაჩვენებელი შემცირებულია ევროპაში 12%-ით; აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში 7%-ით და დასავლეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში – 3%-ით.

ბოლო ერთ კვირაში გამოვლენილი, ინფიცირების 57% და გარდაცვალების 53% ევროპის რეგიონზე მოდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები