უკრაინის საგარეო უწყება: ვაგრძელებთ მუშაობას სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე ჰუმანიტარული მიზეზების გამო
უკრაინის საგარეო საქმეთ სამინისტრო, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, უკრაინის მოქალაქესთან, ამჟამად მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“მიხეილ სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტალიდან ციხეში გადაყვანის მცდელობა, არასათანადო იყო. ადვოკატები სასჯელაღსრულების სამსახურის გადაწყვეტილების შესახებ, ინფორმირებულები არ იყვნენ. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლევა.
მას შემდგომი რეაბილიტაცია სჭირდება. მოვუწოდებთ, საქართველოს ხელისუფლებას, პატივისცემით მოეპყროს უკრაინის მოქალაქეს და არ დაუშვას ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
უკრაინელი დიპლომატები საქართველოში, აგრძელებენ სიტუაციის განსაკუთრებულ კონტროლს, მუდმივ დიალოგს საქართველოს ხელისუფლებასთან და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან. საქართველოში უკრაინის საელჩოს კონსულს, მიხეილ სააკაშვილთან შეუშვებენ.
ქართულმა მხარემ უნდა დაუშვას უკრაინელი ექიმები სააკაშვილთან გასინჯვის მიზნით. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას მის უკრაინაში დაბრუნებაზე ჰუმანიტარული მიზეზების გამო, მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით. ასეთი ნაბიჯის აუცილებლობა აშკარაა”,- ნათქვამია განცხადებაში.