უკრაინაში საავადმყოფოში აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი
ივანო-ფრანკოვსკის რეგიონში კოსოვოს ცენტრალური რეგიონალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში, გვიან ღამით აფეთქება მოხდა.
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
უწყების ცნობით, ამჟამად მომხდარის გარემოებების გამოძიება მიმდინარეობს.
ადგილზე მობილიზებულია მაშველები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების რვა ჯგუფი და რეგიონული ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები.
ივანო-ფრანკოვსკის რეგიონში საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის შტაბის ცნობით, მაშველებმა სამი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
ინციდენტის მიზეზები არ ზუსტდება.