ეროვნულმა კინოცენტრმა იაპონიის საელჩოს წარმომადგენელს, იასუჰირო კოჯიმას უმასპინძლა

საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა იაპონიის საელჩოს წარმომადგენელს, ბატონ იასუჰირო კოჯიმას უმასპინძლა.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე იაპონელმა სტუმარმა ისაუბრა „ქართული კინოს ფესტივალის“ შესახებ, რომელიც ტოკიოში ჩატარდება 2022 წლის 29 იანვარ-თებერვალში. ფესტივალი საკმაოდ მასშტაბურია: ერთი თვის მანძილზე 30 ქართული ფილმი იქნება ნაჩვენები – როგორც კლასიკა, ისე თანამედროვე ფილმები.
ქართული კინოს ფესტივალი პირველად 2018 წელს ჩატარდა და მიეძღვნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის და ქართული კინოს 110 წლის იუბილეს.
ფესტივალის კურატორი ბატონი ტაკეჰიდე ჰარადაა, რომელიც საქართველოს დიდი მეგობარია და წიგნიც აქვს დაწერილი ქართულ კინემატოგრაფზე. ის წლების მაძილზე ხელმძღვანელობდა ტოკიოს ერთ-ერთ საუკეთესო კინოთეატრს – ივანამი-ჰოლს, სადაც არაერთხელ მოწყობილა ქართული ფილმების რეტროსპექტივა. ჰარადა კოჯიმა რამდენჯერმე სტუმრობდა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს ქართული ფილმების შერჩევის მიზნით.
კინოცენტრის დირექტორმა გაგა ჩხეიძემ და იასუჰირო კოჯიმამ განიხილეს ფესტივალის გამეორების შესაძლებლობა იაპონიის სხვა ქალაქებსა თუ რეგიონებში. ქალაქებმა კიოტომ, ოსაკამ, იოკოჰამამ და ტაკასაკიმ უკვე გამოთქვეს რეტროსპექტივის მასპინძლობის სურვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები