თამარ გაბუნია: მინისტრი ეტაპობრივად ჩაერთვება ყველა იმ აქტივობაში, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს

“მინისტრის მთავარი სიძლიერეა პოლიტიკური ხედვა, მენეჯმენტის გამოცდილება და უნარ-ჩვევები. ვფიქრობთ, მსგავსი უნარ-ჩვევები და გამოცდილება მინისტრს ნამდვილად აქვს”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ახალ მინისტრზე, ზურაბ აზარაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მინისტრი ეტაპობრივად ჩაერთვება ყველა იმ აქტივობაში, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს.

„ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოში 4 დიდ მიმართულებას მართავს. ამაში შედის ჯანდაცვაც, სოციალური მიმართულებაც, დასაქმებაც, დევნილთა განსახლებაც. ამ შემთხვევაში ძალიან რთულია მოვითხოვოთ ოთხივე მიმართულებით ღრმა ტექნიკური ექსპერტიზა რომელიმე მინისტრიდან. ამდენად, ამ შემთხვევაში, მინისტრის მთავარი სიძლიერე არის პოლიტიკური ხედვა, მენეჯმენტის გამოცდილება და უნარ-ჩვევები. ასევე ის, რომ ასეთ დიდ უწყებას მან გაუწიოს სათანადო ხელმძღვანელობა. ვფიქრობთ, მსგავსი უნარ-ჩვევები და გამოცდილება მინისტრს ნამდვილად აქვს. ამდენად, მოლოდინი მხოლოდ პოზიტიურია. რა თქმა უნდა, მინისტრი ეტაპობრივად ჩაერთვება ყველა იმ აქტივობაში, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს. მომდევნო ორი დღის განმავლობაში გვაქვს შიდა კონსულტაციები მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, 30 დეკემბრიდან, მინისტრი შეუდგება საქმიანობას სრულად”,-აცხადებს გაბუნია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები