იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით განსახილველ საკითხებზე იმსჯელა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა დაჩქარებული წესით განსახილველ 3 კანონპროექტზე პირველი მოსმენით იმსჯელეს. ინფორმციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შესატანი ცვლილებით დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს ან იმ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვისთვის, რომლის წევრიც არის საქართველო, აგრეთვე იმ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვისთვის, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და რომელიც აღმართულია ან გამოფენილია საჯარო დაწესებულებებზე, საჯარო დაწესებულების წინ ან საჯარო დაწესებულების შენობაში.

აღნშნული ცლილება დეპუტატებს ერთ-ერთმა ინიციატორმა ნიკოლოზ სამხარაძემ გააცნო.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებით ზუსტდება საარჩევნო პროცედურული საკითხები, რომელიც გამოიყენება როგორც მორიგი, ასევე რიგგარეშე და შუალედური არჩევნების ჩატარებისას.

„ზუსტდება, ვინ არ შეიძლება იყოს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი, ასვე განისაზღვრება, რომ მეორე ტურის ჩატარებისას საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის, ასევე საჭიროების შემთხვევაში, კომისიის წევრთა რაოდენობა შეივსება 17-მდე”, – განაცხადა კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, ზუსტდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შდეგად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან მომდევნო, პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნების დანიშნვის დღემდე, შუალედური არჩევნების გასამართად გამოსაყენებელი ზოგიერთი ნორმა.

კომტეტმა განიხილა ასევე „საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები. ერთ-ერთი ინიციატორის, გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში, მოსამართლეობის კანდიდატი თუ ვერ მოაგროვებს შესაბამის ხმებს და ვერ გამწესდება თანამდებობაზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ აქვს უფლება, სხვა ვაკანსიაზე განიხილოს ეს კანდიდატურა.
„ცვლილებით, საბჭოს არანაკლებ 3 წევრს, კანდიდატის თანხმობით, უფლება ექნება განხილოს ეს კანიდიდატი სხვა კონკურსის ფარგლებში, სხვა თანამდებობაზე”,- განაცხადა მომხსენებელმა. კანონპროექტში შესატან არსებით ცვლილებებს შორისაა მივლინების ვადის საკითხიც. გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსამართლის თანხმობის შემთხვევაში, მივლინების ვადა 2 წლამდე იზრდება. გურამ მაჭარაშვილის თქმით,მოსამართლის დისციპლინური გადაცდომებისა და სახდელების არსებულ სახეებს დაემატება ახალი დისციპლინური გადაცდომები და სახდელები, რაც უზრუნველყოფს მოსამართლის მიერ ჩადენილ ქმედებაზე უფრო მეტად პროპორციულად რეაგირებისა და დისციპლინური სახდელის უკეთ მისადაგების შესაძლებლობას, ასევე, შემცირდება დისციპლინური სამართალწარმოების ვადები და გაიზრდება შესაბამისი სამართალწარმოების ეფექტიანობა.

ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ სამივე კანონპროექტს კომიტეტმა მხარი დაუჭირა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები